რეკლამის დადებითი და უარყიფითი მხარეები

ნამდვილად აღარ დავიწყებ საუბარს იმაზე თუ რა დადებითი მხარეები აქვს რეკლამას, რადგან ამას სხვა პოსტებიდან უკვე გაიგებდით, ახლა მინდა იმ უარყოფით მხაარეებზე ვისაუბროთ რომელიც ზოგადად საზოგადოებას აწუხებს
დღესდღეობით სატელევიზიო ბადე სავსეა რეკლამებით, რადგან მოგვეხსენება რო რეკლამა სწორედ ტელევიზიის შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა.
ხშირად რეკლამა, განსაკუთრებით კი საღამოს საათებში, 20 წუთსაც აღწევს ეს კვლევა Iliauni Business Review_მ ჩაატარა და საკმაოდ საინტერესო ფაქტებს წააწყდა-კონკრეტულ შემთხვევაში აღარ გავაგრძელებ მათ მიერ ჩატარებულ კვლევაზე საუბარს, რადგან მათი საკვლევი თემა მხოლოდ რეკლამის ხანგრძლივობით არ შემოიფარგლებოდა,
ხშირად როცა ჩვენ თუნდაც რაიმე გადაცემას ვუყურებთ, სარეკლამო ჭრილი არაერთხელ გვახსენებს ხოლმე თავს, რაც დამეთანხმებით რომ შემაწუხებელია, მე გამიგია ისეთი "გამონათქვამებიც" თითქოს "დამავიწყდა რას ვუყურებდიო" მე მაგალითად ეს საკუთარ თავზე არაერთხელ გამომიცდია, ამით კი მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ყველაფერს აქვს რაღაც კონკრეტული საზღვარი, რაღაცა შუალედი რომელსაც ჩვენ "ოქროს შუალედს" ვუწოდებთ ხოლმე, მიუხედავათ იმისა რომ ქართველებმა ყველაფერი გადამეტებული ვიცით , მაინც უნდა შევძლოთ ამ ოქროს შუალედის პოვნა ანუ იმ დროის სადაც შევძლებთ ჩვენ ამ რეკლამის განთავსებას, რომ არც მნახველს და არც(როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაში) ტელევიზიას არ შევუქმნათ პრობლემა და შევძლოთ ის რომ ამ რეკლამის მნახველმაც და ტელევიზიამაც რომელიც ამ რეკლამას უშვებს სასურველ შედეგს მიაღწიონ.


No comments:

Post a Comment