რეკლამის წარმოშობისა და განვითარების ისტორია

რეკლამა თანამედროვე ადამიანს თან სდევს თითქმის ყოველ ნაბიჯზე. ჩვენ გამუდმებით რეკლამის სამყაროში ვიმყოფებით. რეკლამა მტკიცედდამკვიდრდა საზოგადოებაში და ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.რეკლამას, ისევე როგორც სხვა საზოგადოებრივი მოვლენებს აქვს თავისი წარმოშობის და განვითარების ისტორია. ზეპირი რეკლამა პირველადჩაისახა მონათმფლობელურ ბაზარზე. მონის ყიდვას თან ახლდა მისი ღირსებების თავისებური ანოტაცია: “ მას ორივე ყურით შესანიშნავად ესმის,თვალებით კარგად ხედავს, მას აქვს ორი ხელი და ორი ფეხი, რომლებიც კარგად დარბიან"... შუა საუკუნეების ევროპის რეკლამის მძაფრგანვითარებას ხელი შეუწყო გაზეთებისა და ჟურნალების გამოჩენამ. მსოფლიოში პირველ გაზეთად, რომელიც სარეკლამო შეტყობინებებსაქვეყნებდა, ითვლებოდა ხელით დაწერილი რომაული გაზეთი „ცტა იუზნუ“ („ყოველდღიური ამბები“). ერთ-ერთი პირველი სარეკლამო მასალა,რომელმაც ჩვენამდე მოაღწია ეგვიპტური პაპირუსია, მასში მონის გაყიდვის შესახებ იუწყებიან.თანდათან საზოგადოებრივმა პროგრესმა მოითხოვა რეკლამა, ამიტომაც იყო, რომ 1473 წელს ინგლისში გამოჩნდა პირველი ბეჭდური სარეკლამოგანცხადება, ხოლო XV საუკუნის მიჯნაზე და XVI საუკუნის დასაწყისში ვენეციელმა წიგნის გამყიდველმა ა. მანუციმ მომხმარებლის მიზიდვისმიზნით, დაიწყო წიგნების სათაურების ქაღალდის ცალკე ფურცლებზე ბეჭდვა და თავისი მაღაზიის წინ ვიტრინებში გამოფენა. ამდენადმყიდველი კარებშივე ეცნობოდა წიგნების სარგებლობას,ხოლო უკვე 1611 წელს ლონდონში შეიქმნა ა. გორაჟისა და უ. კოპის პირველი სარეკლამობიურო.რეკლამა ტელევიზიის საშუალებით ღრმად შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში, დიდ გავლენას ახდენს ჩვენ საზოგადოებაზე.მაინც რა არის რეკლამა? რეკლამა ლათინური სიტყვაა და „ყვირილს“ ნიშნავს. რეკლამის განვითარების თვალსაჩინოებისთვის „მაუწყებლების“არსებობაც კმარა, ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში არსებობდნენ მაუწყებლები. ესენი იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ქუჩებში დადიოდნენ დამეფის ახალ-ახალ ბრძანებულებებს თუ სხვა (მათ შორის კომერციულ) ინფორმაციას გაჰყვიროდნენ, სწორედ აქედან გაჩნდა სიტყვა „რეკლამა“, ანუწამოძახილი.ამერიკელმა პუბლიცისტმა ვენს პაკარდმა რეკლამას ასე უწოდა „ხელოვნება დაუმიზნო თავში და მოარტყა საფულეში“რეკლამა ეს არის ინფორმაცია გავრცელებული ნებისმიერი მეთოდით, ნებისმიერი ფორმით და ხერხით, მიმართული საზოგადოების ფართომასებისთვის, რეკლამირების ობიექტის მიმართ მათი ყურადღების მიპყრობის და ინტერესის გაღვივების მიზნით. პირველი ლეგალურისატელევიზიო რეკლამა ეთერში გავიდა 1941 წლის 1 ივლისს აშშ–ში. ბეისბოლის მატჩის შესვენების დროს გამოჩნდა საათების მწარმოებელიკომპანია Bulova-ს რეკლამა, რომელშიც მან 4 აშშ დოლარი გადაიხადა.
პირველი სარეკლამო გმირი, რომელიც მთლიანად კომპიუტერის დახმარებით შეიქმნა (1993 წ.), არის თეთრი დათვი, რომელიც კოკა-კოლას მიირთმევს.

No comments:

Post a Comment